Thursday, May 16, 2019

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ჩამქრალია

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ადგილზე ცოცხალი ძალაა მობილიზებული და  ცალკეული მცირე კერებისა და ნიადაგის  პრევენციულ  დამუშავებას ახორციელებს. ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 
მუშაობა დაასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. ხანძრის ქრობის პროცესში საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გუშინ, საღამოს საათებში ჩაერთო. სტიქიის ადგილს 24-ჯერ შემოუფრინა ვერტმფრენმა და ცეცხლის კერებზე 48 ტონა წყალი დაასხა.
პრევენციისა და სამონიტორინგო სამუშაოების წარმოების მიზნით, ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.
ბოლო ინფორმაციით, ტყის მასივში ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, 2,5 ჰექტარი შეადგინა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment