Tuesday, May 7, 2019

როგორ გავაგზავნოთ წერილი Gmail-ზე სასურველ დროს. ინსტრუქცია

Google-მა განაცხადა, რომ Gmail-ზე ჭკვიანი წერილის გაგზავნა მალე ყველა პლატფორმაზე იქნება ინტეგრირებული. ფუნქციის გამოყენება ამ დროისთვის მხოლოდ Desktop-სა და სმარტფონებზეა შესაძლებელი. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
იმისთვის, რომ ელექტრონული ფოსტა სასურველ დროსა და სასურველ ადრესატთან გავაგზავნოთ ამისთვის შემდეგი ინსტრუქციის შესრულებაა სასურველი:
- აირჩიეთ ღილაკი ახალი წერილის გაგზავნა (Compose)
- მიუთითეთ წერილის ადრესატი და დაწერეთ სასურველი გზავნილი
- გაგზავნის ღილაკთან (Send) დააჭირეთ მენიუს ჩამოშლის ღილაკს და შეარჩიეთ წერილის გაგზავნის თარიღი და დრო
- დააჭირეთ დაგეგმილი წერილის გაგზავნას (Schedule send) 
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფუნქცია Smart Compose-ი Gmail-ის მომხმარებელს გზავნილების სათაურის შერჩევაშიც დაეხმარება. ამ ყველაფერს კი სისტემა ტექსტიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავს. 
Google-ი ადასტურებს, რომ ჭკვიანი წერილის გაგზავნის ფუნქცია Android-ზე, Pixel 3-ზე ფრანგულად, იტალიურად, პორტუგალიურად და ესპანურად უკვე ხელმისაწვდომია.
Google-ი დეველოპერების კონფერენცია დღეს იწყება. პირდაპირი ეთერის სანახავად ამ ბმულს დააჭირეთ. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment