Tuesday, May 14, 2019

Huawei-ს ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან ჯაშუშობის წინააღმდეგ შეთანხმების გაფორმება სურს

Huawei-ს ბრიტანეთთთან და სხვა ქვეყნების მთავრობებთან ჯაშუშობის წინააღმდეგ შეთანხმების გაფორმება სურს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამის შესახებ Reuters-ი ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 
ინფორმაციაში ჯერჯერობით არ არის მითითებული, ბრიტანეთის გარდა, კიდევ რომელ ქვეყანას მოიაზრებს Huawei შეთანხმების შესაძლო მხარედ. 
ვაშინგტონმა მოკავშირეებს მოუწოდა, არ გამოიყენონ Huawei-ს ტექნოლოგია 5G-ს ქსელის შესაქმნელად.
აშშ და რამდენიმე ქვეყანას ეჭვობს, რომ კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა, ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ თავდაცვის მდივანი გევინ უილიამსონი თანამდებობიდან Huawei-ს ტექნოლოგია 5G ქსელის გარშემო შექმნილი ვითარების გამო გაათავისუფლა.
გაზეთმა Daily Telegraph-მა დაწერა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ კომპანია Huawei ახალი თაობის ქსელის პროექტში დაუშვა. გაზეთმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა მინისტრი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment