Tuesday, June 18, 2019

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შანაჰანის განცხადებით, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 სამხედროს გაგზავნის. ინფორმაცია პენტაგონის ვებგვერდზე გავრცელდა. 
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ირანთან ურთიერთობის გამწვავება, კერძოდ კი, ომანის ყურეში, ტანკერზე მომხდარი თავდასხმაა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯარისკაცების გაგზავნა თავდაცვის მიზნით გადაწყდა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანი ომანის ყურეში  ნავთობმზიდზე აშკარა თავდასხმაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით უკვე გამოიტანა დასკვნა, რა ტიპის იარაღი გამოიყენეს თავდასხმის დროს.
ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას იზიარებს დიდი ბრიტანეთი. უფრო მეტიც, ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში თავისი ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის 100 ჯარისკაცს გაგზავნის. 
ცნობისთვის, ომანის ყურე ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას აკავშირებს.
ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 წელს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.
რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის, ვრცელი სტატია ამ ბმულზე  წაიკითხეთ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment