Thursday, June 20, 2019

ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ჯარაფირიძის განცხადებით, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა, სირცხვილია. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ამას ორი ახსნა აქვს – ან არიან იდიოტები, ან ჩმორები და უწვებიან რუსეთს. ამ ადამიანების შემოშვება-არშემოშვებაზე იყო ლაპარაკი და ახლა მთლად პარლამენტში, თავმჯდომარის სკამზე წამოაჯინეს. აქედან პირდაპირ უნდა წაიყვანონ აეროპორტში და დატოვონ ქვეყანა", – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
ირაკლი კობახიძის სკამიდან რუსი დეპუტატის მიმართვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. "რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ოკუპანტ რუსეთთან, რომელიც ყველა ქრისტიანულ წესს ებრძვის?", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე.
პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ნახვამ "გაანადგურა". "ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - დაწერა თამარ ჩუგოშვილმა Facebook-ზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი კონფერენციის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. 
რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებას გამოეხმაურა ზაქარია ქუცნაშვილი: "დიპლომატიური ქაჯობაა როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა პერსონაზე დაგყავს", - თქვა ქუცნაშვილმა
თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment