Thursday, June 27, 2019

ტაოხები - იბერო-კოლხური ტომი

ტაოხები, იგივე დიაოხებიდიაოხელებიდიაუხელები, ტაოელები ან მოხსენიებულნი, როგორც დაიანელები იყო ერთ-ერთი უდიდესი და უმძლავრესი იბერო-კოლხური (ანუ ქართველური) ტომი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა სახელმწიფოებრივი გაერთიანება დიაოხი და ამასთანავე იყო ნაირის ქვეყნების კავშირის ლიდერი. ძვ.წ. XII-VIII ასურულ და ურარტულ ლურსმნულ ტექსტებში დამოწმებულია მათი სახელმწიფო - ასურულში, როგორც დაიაენის ქვეყანა, ხოლო ურარტულ ლურსმნულ ტექსტებში მოხსენიებული, როგორც დიაუხი, ბერძნული წყაროები მოიხსენიებენ როგორც ტაოხოი, ძველი სომხური წყაროების მიხედვით ტაიქი, ხოლო ქართული წყაროები როგორც ტაო. დიაოხთა მეფე სიენზე გამარჯვებით საგანგებოდ ტრაბახობდა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I (ძვ.წ. 1115
-1077).

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დაიანელები/ტაოხები/ტაოელები ცხოვრობდნენ თორთუმის, ევფრატისა და მტკვრის სათავეებში. სარწმუნო ჩანს, რომ დიაოხის დედაქალაქი შაშილუ (შაშილო/სასირო) მდებარეობდა ცნობილი თორთუმის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე - ამჟამინდელი ესენდურაკის ადგილას. (გ. ქავთარაძე, 2005, გვ. 13-18).

🙏 საქართველოს საპატრიარქო

ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებში ტაოხები პირველად გვხვდებიან ქსენოფონტესთან (ძვ.წ. V-IV სს.). "ტაოხები, რომლებიც ცხოვრობენ მერმინდელ ოლთისის ოლქში, სპარსეთის მეფეს არ ემორჩილებიან, და ხალიბებთან ერთად სპარსელი სატრაპის - ტირიბაძის მოქირავნეები არიან. (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 52). მოგვიანებითაც, მაგალითად სტეფანე ბიზანტიელიც (VI-VII სს.) ტაოხებს შიდა პონტოში მოსახლე ტომად თვლის. მისივე ცნობით "ტაოხებს ტაოელებსაც ეძახიან, როგორც ამბობს სოფაინეტე თავის ანაბაზისში". (გეორგიკა, 1936, გვ. 284).
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ძველი ბერძნების ცნობით, აია იგივე კოლხეთია. იხ. მაგალითად ჰეროდოტე: "არგონავტები მიცურავდნენ აიაში, კოლხიდაში საწმისისათვის."
"მოვიდა ეს კიტისიროსი აია-კოლხიდიდან და გაათავისუფლა იგი". (ჰეროდოტე, 1975, გვ. 472-473). ამავე აზრს იმეორებს აპოლონიოს როდოსელიც თავის არგონავტიკაში. შესაბამისად ლოგიკურია თ. მიქელაძის აზრი, დაიაენი შეიძლება იყოს იგივე აია. შედარებითვის "აია" და "ხაიასა" (შემდგომი სუხმის ქვეყანა), გაიგივებული აქვს გ. ჰიუსინგს (საკითხის ისტორიისთვის იხ. გ. ქავთარაძე, 1985, გვ. 161, 163; გ. ქავთარაძე 2005.) დენტალურ და ველარულ თანხმოვანთა მონაცვლეობის, აგრეთვე მათი დაკარგვის თვალსაზრისით საყურადღებოა სხვა კავკასიურ-აღმოსავლეთანატოლიურ ტოპონიმთა ვარიანტებიც: ხალიბი/ალიბი, ხაბარენი/ობარენი, ხარიმატი/არიმატი, ქაღზევანი/აღზევანი, ტაპირი/აპირი, ტორეტი/ორეტი, თუნი/უნი (მაგალითები მოიძია გ. ქავთარაძემ იხ. 1985, გვ. 53-58).
შედარებისთვის აგრეთვე: აიადაია-ენ-ი და ხეთური წყაროების ხაია-სა (-სა და ქართ. -ის-: შინდ-ის-ი)... დ>ხ, ქ>0, ხ>0, ტ>0 პროცესები ძნელად დასაშვებია, შესაბამისად, გარდამავალ ფორმებად სავარაუდოა ს/ჰ ფონემების შემცველი ფუძეები, რამდენადაც ბუნებრივია ს>ჰ>0 პროცესი (წინაენისმიერი ყრუ თანხმოვნის ჰ-დ ქცევისათვის შდრ. საერთოქართვ. წ>სვან. ჭ>ჰ); შდრ. მაგ. შესაძლო ტრანსფორმაციები: *დაია > *ტაია (*წაია/*ჭაია ან *საია>) *ჰაია, რომელსაც შეეძლო მოეცა ერთი მხრივ აია (<*ჰაია), მეორე მხრივ - *ხაია 9<*ჰაია). აია შეიძლება გამოიყოს "აიეტ" ფუძეშიც: "ეტ" სუფიქსი ბერძნულში წარმომავლობა-კუთვნილების აღმნიშვნელია. შესაბამისად მეფე აიეტის სახელი მიღებულია "აია"-სგან (აია-ეტი > აიეტი); შდრ: "არგონავტების უძველეს ვერსიებში ქვეყანა, სადაც არგონავტებმა ილაშქრეს, იყო აია, უფრო გვიან ამ ქვეყანას კოლხიდად მოიხსენიებენ." (ო. ლორთქიფანიძე, 1986, გვ. 32).

შენიშვნა: დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.), რომელიც ქსენოფონტეს ტექსტს მიჰყვება, ტაოხებს ნაცვლად ახსენებს ხაებს. და წერს: "კარდუხებიარმენიელებიხაები (ე.ი ტაოხები) ფასიანები,ხალდებისკოტინებიმაკრონებიკოლხებიმოსვინოიკებიტიბარენები (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 124).
შდრ. ჰეკატეიოს მილეტელი (ძვ.წ. 549-472 წწ.) მოსხებსა და ბექეირებს შორის ასახელებს ხოიებს. რიზეს მახლობლად მცხოვრებ ხოიებს ჩვეულებრივ ტაოხოის შერყვნილ ფორმად მიიჩნევენ, მაგრამ ს. ყაუხჩიშვილის აზრით, მათი საცხოვრისი იმდენადაა დაშორებული ტაოხების საცხოვრისს, რომ ხოიებისა და ტაოხების იდენტიფიკაცია გაჭირდება. (თ. ყაუხჩიშვილი. 1976, გვ. 44). (წყარო: ტარიელ ფუტკარაძე. "ქართველები. ნაწილი I, ქრისტიანობამდელი ეპოქა". 2005 წ.).
intermedia.ge

No comments:

Post a Comment