Wednesday, June 19, 2019

"თბილისი პრაიდი" და მისი მოწინააღმდეგეები - რას ამბობენ მხარეები

17 ივ­ნისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი უთხრა. შსს მი­ზე­ზად უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კებს ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა 18 ივ­ნისს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რომ „თბი­ლი­სი პრა­ი­დი“ ჩა­ტარ­დე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დღეს „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ნინო ბოლ­ქვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მო­ნა­ხოს თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მე­ბი, რაც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის სა­სარ­გებ­ლოც იქ­ნე­ბა და უსაფრ­თხოც.
"ჩვენ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვგეგ­მავ­დით, ვა­წარ­მო­ებ­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, აქ­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყონ ამ პრო­ცეს­ში. ბოლო დღე­ებ­ში, მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ შემ­დე­გი: უსაფრ­თხო­ე­ბის რა ზო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მხრი­დან არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე მო­მენ­ტში მი­დის და­ძა­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა, ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი იმის­თვის, რომ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბამ ჩა­ი­ა­როს მშვი­დად.
პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც და იმე­დი მაქვს, ეს მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი. რის­კე­ბი, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს და ამ რის­კე­ბის აცი­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის სა­ხელ­მწი­ფო. ჩვენ, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც აპი­რებს მარშში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვე­ტყვით, რომ რიკ­სე­ბი არ­სე­ბობს და მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არი­ან თუ არა მზად ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის" - გა­ნა­ცხა­და ნინო ბოლ­ქვა­ძემ.
"თბი­ლი­სი პრა­ი­დის" კი­დევ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მა­რი­ამ კვა­რა­ცხე­ლია აღ­ნიშ­ნავს რომ, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც ღირ­სე­ბის მარ­შზე გა­მო­ვა, ექ­ნე­ბა სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­სა­ხებ.
„უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ იქ­ნე­ბა რთუ­ლი და გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლიც ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დაც­ვა, რად­გან არის მა­ღა­ლი რის­კე­ბი, თუმ­ცა ჩვენ ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ამ რის­კებს და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც გა­მო­ვა მარ­შზე, ექ­ნე­ბა სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­სა­ხებ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­მო­ვა და გა­აპ­რო­ტეს­ტებს მოვ­ლე­ნებს", - აღ­ნიშ­ნა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.
მი­სი­ვე თქმით, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ღირ­სე­ბის მარ­შის ჩა­ტა­რე­ბა, რად­გან საქ­მე ეხე­ბა რო­გორც ლგბტ თე­მის უფ­ლე­ბებს, ისე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, დე­მოკ­რა­ტი­ას და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას.
„თბი­ლი­სი პრა­ი­დი აგ­რძე­ლებს თი­თო­ე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას. მათ შო­რის, ღირ­სე­ბის მარ­შის. ეს აქ­ტი­ვო­ბა არ გა­უქ­მე­ბუ­ლა. ჩვენ ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ვემ­ზა­დე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო დღე­ე­ბის ფონ­ზე, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გას­ვლა ქუ­ჩა­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტი სა­ხელ­წი­ფოს იმ უმოქ­მე­დო პო­ლი­ტი­კის მი­მართ, რაც აქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის მი­მართ.
ვხე­დავთ, რომ ფა­შის­ტუ­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი არი­ან გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლე­ბი და სა­ხელ­მწი­ფოს არა­ნა­ი­რი კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა პრე­ვენ­ცი­ის­თვის არ გა­აჩ­ნია. ეს სა­კი­თხე­ბი გას­ცდა უკვე მხო­ლოდ ლეს­ბო­სე­ლი, გე­ე­ბის, ტრანსგენ­დე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს. უფრო მას­შა­ტა­ბურ რა­ღა­ცებ­ზე ვსა­უბ­რობთ. კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტია, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვა ლგბტ თე­მის მხარ­და­სა­ჭე­რად რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ასე­ვე სა­ელ­ჩო­ე­ბის", - გა­ნა­ცხა­და კვა­რა­ცხე­ლი­ამ.
რაც შე­ე­ხე­ბა "თბი­ლი­სი პრა­ი­დი" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს, დღეს ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან ვა­სა­ძემ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უ­წო­და, რომ "კომბლე­ბი შე­ა­წყონ სხვენ­ში":
მინ­და ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს, საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბას მო­ვუ­წო­დო, რომ კომბლე­ბი შე­ა­წყონ სხვენ­ში. რო­გორც გახ­სოვთ, კომბლე­ბი არას­დროს იყო გან­კუთ­ვნი­ლი ამ უბე­დუ­რი მა­მათ­მავ­ლე­ბის და მათი პრო­პა­გან­დის­ტე­ბის­თვის. ეს იყო იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ პო­ლი­ცია ჩვენ შეგვდგე­ბო­და წიხ­ლე­ბით და დაგ­ვი­წყებ­და ცე­მას, მაგ­რამ რად­გან შსს-მ თქვა, რომ პრა­ი­დი არ იქ­ნე­ბა და რად­გან მათ ეს სი­ტყვა პირ­ველ დღეს შეგ­ვის­რუ­ლეს, აი, ახლა ბოლო სა­ჩუ­ქა­რი ჩვენ­გან სა­ხელ­მწი­ფოს: კომბლე­ბი სხვენ­ში! ჩა­მო­ვი­ღოთ მა­შინ, რო­დე­საც მოვა ის მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ გაგ­ვი­ბე­დავს, რომ პრა­იდს ჩა­გი­ტა­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვა­სა­ძემ.
ვი­დეო-მი­მარ­თვა­ში ვა­სა­ძე აცხა­დებს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ლგბტ თემი მა­ინც შე­ეც­დე­ბა პრა­ი­დის ჩა­ტა­რე­ბას, ის და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით შე­ეც­დე­ბი­ან მათ­თვის ხე­ლის შეშ­ლას.
„და­კი­თხვებ­ზე გვი­თხრეს, რომ არა­კა­ნო­ნი­ე­რი ფორ­მი­რე­ბა და რა­ღა­ცებს რომ გვაბ­რა­ლე­ბენ - ეს რომ არ იყოს, თქვენ შე­ეშ­ვით ათის­თა­ვებს, ასის­თა­ვებს და თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბა­სო. მე არ მეს­მის, რად გინ­დათ ეს იმი­ტომ, რომ რაც უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლე­ბი მო­ვალთ ჩვენ იქ, მით უფრო კარ­გად და­ვი­ცავთ წეს­რიგს, რათა ეს უბე­დუ­რე­ბი არა­ვინ გახ­ლი­ჩოს შუ­ა­ზე და უბ­რა­ლოდ გა­ვათ­რი­ოთ იქი­დან.
ჩვენ მოძ­რა­ო­ბა შევ­ქმე­ნით იმის­თვის, რომ დაგ­ხმა­რე­ბო­დით წეს­რი­გის შექ­მნა­ში, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე, თით­ქმის არ მძი­ნე­ბია გა­სულ ღა­მე­საც, სრუ­ლი­ად ვაც­ნო­ბი­ე­რებ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ჩვენს ძმებს ვე­უბ­ნე­ბი, რომ მო­დით წა­ვი­დეთ ამ ხი­ფათ­ზე, ვენ­დოთ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, მი­ვი­დეთ იქ შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით იმის­თვის, რომ დავ­შა­ლოთ ნე­ბის­მი­ე­რი კორ­დო­ნი და გა­ვათ­რი­ოთ ეს იდი­ო­ტე­ბი იქი­დან. თუ თქვენ შეც­ვლით თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მათ ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნებთ პრა­იდს, მერე თქვენს თავს და­აბ­რა­ლეთ. მერე ვე­ღა­რა­ვინ გა­ა­კონ­ტრო­ლებს ამ ქა­ლაქ­ში რა მოხ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ.
ლე­ვან ვა­სა­ძის თა­ნა­მო­აზ­რემ და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი იდე­ის" თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, რომ "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" ჩა­ტა­რე­ბას არ და­უშ­ვე­ბენ:
"თბი­ლი­სი პრა­იდს“ ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს შე­ვუშ­ლით და არ ჩა­ვა­ტა­რე­ბი­ნებთ, რაც არ უნდა იბა­ქი­ბუ­ქონ და ვინც არ უნდა და­უდ­გეთ უკან. მინ­და, პირ­და­პირ მო­ვუ­წო­დო იმ სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და უცხო­ურ მი­სი­ებს, ვინც აქე­ზებს ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს იმის­თვის, რომ და­უ­პი­რის­პირ­დეს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მათი ეს ძა­ლა­დო­ბა ქარ­თველ ერზე გა­ნა­პი­რო­ბებს ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბის შექ­მნას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ეს ხალ­ხი პირ­და­პირ ეწე­ვა და­სავ­ლუ­რი კურ­სის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.
სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კად­ნი­ერ­დე­ბი­ან და ჩვენს იერ­არ­ქებს იბა­რე­ბენ სა­ელ­ჩო­ში, ხვდე­ბა რამ­დე­ნი­მე ელჩი და პა­სუხს სთხო­ვენ იმის გამო, რომ რო­გორ გა­ა­კე­თა სა­პატ­რი­არ­ქომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა. ჯერ ერთი, სა­პატ­რი­არ­ქოს რა უფ­ლე­ბა აქვს, სხვა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს, როცა სა­კი­თხი ერის მო­მა­ვალ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მის სუ­ლი­ე­რე­ბას ეხე­ბა? საკ­მა­ოდ სწო­რი და პრინ­ცი­პუ­ლი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს ელ­ჩებ­მა და მე არა მგო­ნია, ამის შემ­დეგ გა­კად­ნი­ერ­დნენ. ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ელ­ჩო­ებს, მერე თქვენ, ჟურ­ნა­ლის­ტებს, ვინც არას­წორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას აკე­თებთ, და მერე - სა­ხელ­მწი­ფოს.
ასე­ვე, გა­ბე­დავს ივა­ნიშ­ვი­ლი და და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რად ქარ­თვე­ლებს? მი­ი­ღებს ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს - გა­დაყ­ვე­ბი­ან ძა­ლი­ან ცუ­დად ამ საქ­მეს, რად­გან ეს სა­კუ­თარ ერზე ძა­ლა­დო­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა ჩა­ჩუ­ამ.
"ღირ­სე­ბის მარ­შის" და მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მიერ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა დღეს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.
ყვე­ლას აქვს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა, ოღონდ ეს გა­მო­ხატ­ვა უნდა იყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და გა­მო­ხატ­ვა არ არის, თუკი მისი მი­ზა­ნია და­არ­ბი­ონ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მათი უფ­ლე­ბე­ბი შე­ზღუ­დონ. ეს არის კრი­მი­ნა­ლი და იმე­დია, კრი­მი­ნალს შსს გას­ცემს შე­სა­ბა­მის - ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს",- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.
რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, იქ­ნე­ბა თუ არა ომ­ბუდსმე­ნი "ღირ­სე­ბის მარ­შზე" , ნინო ლომ­ჯა­რი­ას თქმით, ის იქ­ნე­ბა ყველ­გან, სა­დაც გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა.
"მე ვიქ­ნე­ბი ყველ­გან, სა­დაც შე­ექ­მნე­ბა საფრ­თხე ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის, სად და რა ფორ­მით იმარ­თე­ბა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, მაგ­რამ ვიქ­ნე­ბი ყველ­გან, სა­დაც სა­ჭი­როა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა" - გა­ნა­ცხა­და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.
ამას­თან, გუ­შინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Amnesty International-მა და გან­მარ­ტა, რომ მათ თბი­ლი­სი პრა­ი­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აც­ნო­ბეს, რომ მათ სიკ­ვდი­ლით ემუქ­რე­ბი­ან:
„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი იძ­ლე­ვა სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის გა­რან­ტი­ას სექ­სუ­ა­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა ან გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დის­კრი­მი­ნა­ცი­ის გა­რე­შე. სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს აქვთ პო­ზი­ტი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მი­ი­ღონ ყვე­ლა სა­ჭი­რო ზომა, რათა და­იც­ვან თბი­ლი­სი პრა­ი­დის მსვლე­ლო­ბა თავ­დას­ხმე­ბის­გან.
Amnesty International მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რათა სა­ჯა­როდ გა­მო­ხა­ტოს თბი­ლი­სი პრა­ი­დის მსვლე­ლო­ბის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა, ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ონ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი მუ­ქა­რე­ბი და თავ­დას­ხმის გეგ­მე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღონ ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად რე­ა­ლუ­რი და ეფექ­ტუ­რი ზო­მე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.
დღეს­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ, სა­დაც ლგბტ პრა­ი­დის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ აგ­რე­სი­ის შემ­ცველ გან­ცხა­დე­ბებს ემიჯ­ნე­ბა:
„ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრა­იდ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. აღ­ნიშ­ნულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­მაც თა­ვი­სი მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა.
ჩვენ გვეს­მის, რომ ემო­ცი­უ­რი ფონი გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ სრუ­ლი­ად მი­უ­ღებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია და ვე­მიჯ­ნე­ბით აგ­რე­სი­ის შემ­ცველ გან­ცხა­დე­ბებს, რო­გორც მო­ძღვრე­ბი­სა­გან, ისე მრევ­ლი­სა­გან. პირ­ველ რიგ­ში მო­ვუ­წო­დებთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, თავი შე­ი­კა­ვონ თვით­ნე­ბუ­რად გა­მარ­თუ­ლი ბრი­ფინ­გე­ბი­სა­გან, შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ისე­თი ქმე­დე­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნულ სწავ­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა,“ - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment