რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩევი სერგეი გავრილოვის გარშემო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ეს საქართველოს ხელისუფლების ჩავარდნაა. გასაეგბია, რომ გავრილოვის ფიგურა ოპოზიციამ ხელისუფლებაზე შეტევისთვის გამოიყენა. რუსეთი აქ მხოლოდ ხელსაყრელი საბაბია. ქართულ ოპოზიციას, მოქმედი ხელისუფლებისგან განსხვავები რუსეთთან ომი, და არა საერთო ენის გამონახვა სურს. რუს ხალხს საქართველო მაინც უყვარს, 2008 და 2019 წლების რადიკალების ქმედებების მიუხედავად“, - განაცხადა კოსაჩევმა.
მისივე თქმით, როდესაც ადამიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად ინიშნება, ის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლად აღარ ითვლება.
„გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში ამ ორგანიზაციაში პორტუგალიელი არაა, არც იაგლანდია ნორვეგიელი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ქართველი გიგი წერეთელიც, რომელიც ახლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ხელმძღვანელობს, უმალ დაკარგავდა საკუთარ თანამდებობას, როგორც კი ამ ორგანიზაციაში საქართველოს, და არა მთელი ასამბლეის ინტერესების გატარებას დაიწყებდა“, - აღნიშნა კოსაჩოვმა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment