ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული.
დამწვრობის ცენტრის ექიმის, გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის 75-დან 30%-იანი დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
„შემოვიდა ოთხი პაციენტი, ამათგან სამი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უტარდებათ მკურნალობა, მდგომარეობა მძიმეა, მათი თბილისში გადაყვანა საჭირო არ გახდება. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, არასრულწლოვანი იყო და ის გადაჰყავთ თბილისში. ასევე თბილისში გადაჰყავთ ერთი დაშავებული მოქალაქე. ორი პაციენტი სხვა კლინიკაშია მოთავსებული", - განაცხადა გიორგი აბესაძემ.
კორპუსში რამდენიმე ბინა დაზიანდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწვავს მოეკიდა, რასაც აფეთქება მოჰყვა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment