Monday, June 17, 2019

მეცნიერებმა სწრაფი კვების ახალი საფრთხე დაასახელეს

ავსტრალიის ნაციონალური უნივერისტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ სწრაფი კვება ხელს უწყობს ტვინის ნაადრევ დაბერებას. ამის შესახებ MedicalXpress-ზე გამოქვეყნებულ რელიზში წერია.
მკვლევრების მტკიცებით, არაჯანსაღი კვება და ორგანიზმის ფიზიკურ დატვირთვაზე უარის თქმა მეორე ტიპის დიაბეტის და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების რისკებს ზრდის, რამაც თავის მხრივ, შეიძლება დემენცია და ტვინის ატროფია გამოიწვიოს.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, სწრაფი კვებისგან გამოწვეული ზიანი პრაქტიკულად აუნაზღაურებელია, როდესაც ადამიანი შუა ხნის ასაკს აღწევს. 
მეცნიერების განმარტებით, ტვინის ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილების საუკეთესო საშუალება ჯანსაღი კვებაა. სპეციალისტების რჩევაა რაციონიდან ისეთი საკვების ამოღება, როგორიცაა ჰამბურგერი, კარტოფილი ფრი და ლიმონათი.
imedinews/ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment