Sunday, June 23, 2019

"უკვე არიან ადამიანები, ვინც საქართველოში ჩასასვლელად სხვა გზებს ეძებენ" - როგორ აფასებენ რუსი პოლიტოლოგები პუტინის ბრძანებას

"რას უნდა ელო­დოს სა­ქარ­თვე­ლო ხვალ რუ­სე­თის­გან?" - ეს არის კი­თხვა, რო­მელ­საც ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე რუსი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი სვა­მენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ეტყო­ბა, კრემ­ლმაც და­ი­ჯე­რა, რომ პრო­ტეს­ტი მარ­თლა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის შეკ­ვე­თით და­ი­წყო და სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თა -პუ­ტინ­მა ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა, ასე­ვე, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, შინ დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და. ერ­თის მხრივ, ეს უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით შე­საძ­ლოა, გა­მარ­თლე­ბუ­ლიც იყოს, თუმ­ცა სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად კო­რექ­ტუ­ლია იუ­რი­დი­უ­ლად პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს სხვა ქვე­ყა­ნა­ში ფრე­ნებს ურძა­ლაბს" – ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი რუსი პო­ლი­ტო­ლო­გი ვი­ტა­ლი შკლი­ა­რო­ვი.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

"თბი­ლი­სო, მშვი­დო­ბით?" – ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა novayagazeta.ru მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­მე­ლიც 20 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის ჩა­მოს­ვლას მოჰ­ყვა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სე­ბის­თვის პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბა და "ევა­კუ­ა­ცი­ის" შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ნამ­დვი­ლი შოკი იყო.
"ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია დარ­ტყმაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბის­თვის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლო­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 5 მი­ლი­ო­ნი რუსი ჩა­დი­ო­და. მხო­ლოდ გა­სულ წელს იქ 8,7 მი­ლი­ო­ნი რუსი ჩა­ვი­და. თუმ­ცა, მათი დიდი ნა­წი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ჩა­დი­ო­და. ამას­თან Forbes Georgia–ს ცნო­ბით, რუსი ტუ­რის­ტი ერთ ჩას­ვლა­ზე იქ 1,5 ათას ლარს ხარ­ჯავ­და, რაც მთი­ა­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვის არც ისე ცო­ტაა. თუმ­ცა, ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, იქ რუ­სე­ბი მა­ინც ივ­ლი­ან, რად­გან არი­ან ად­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­სას­ვლე­ლად უკვე სხვა გზებს ეძე­ბენ" – წერს novayagazeta.ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, კრემ­ლი გა­ცი­ლე­ბით უა­რესს აკე­თებს, რო­დე­საც ად­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას ცდი­ლობს.
znak.com–ის ცნო­ბით, "ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა – ეს არის ქარ­თვე­ლე­ბის შე­ში­ნე­ბა, შე­ნი­ა­ნე­ბის დას­ჯით". გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, დმიტ­რი კო­ლე­ზე­ვის თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ თა­ვად რუსი ტუ­რის­ტე­ბის თქმით, მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვი­თა­რი საფ­თხე არ ემ­ქუ­რე­ბათ.
"მე­ტიც, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ შე­ზღუდ­ვე­ბით, მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი კი არა, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი რუ­სიც ზა­რალ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას და დას­ვე­ნე­ბას შე­ეჩ­ვივ­ნენ. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­დე­ვად, რუ­სე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზო მი­მოს­ვლა იყო და მათ იქ ყო­ველ­თვის კარ­გად ხვდე­ბოდ­ნენ. ასე რომ, თა­ვად რუ­სეთ­ში კრემ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებს უნდა ვე­ლო­დოთ..." – წერს ის.
კი­დევ ერთი პო­ლი­ტო­ლო­გის გლებ პავ­ლოვ­სკის პო­ზი­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­აჩ­ნია, რომ ეს ხალ­ხი და­სას­ვე­ნებ­ლად სხვა­გან, მა­გა­ლი­თად ყი­რიმ­ში წავ­ლენ.
rtvi.com-თან სა­უ­ბარ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი რუსი პო­ლი­ტი­კო­სი ან­დრეი პი­ვო­ვა­რო­ვი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად ასო­ბით ათა­სი რუსი ტუ­რის­ტი ჩა­დის. "იქ 4-5 ჯერ ვი­ყა­ვი და ჩემი მი­სა­მარ­თით ცუდი სი­ტყვა ერთხე­ლაც არ მო­მის­მე­ნია. ასე რომ, ეს აკ­რძალ­ვა, ქარ­თვე­ლე­ბის კი არა რუ­სე­ბის დას­ჯაა..." – ამ­ბობს ის.
პო­ლი­ტო­ლოგ გლებ პავ­ლოვ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა "მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­ჩუ­ქა­რია", თუმ­ცა რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა ის მას­შტა­ბუ­რი გა­ხა­დოს, რაც დე­მონ­სტრან­ტებს კი­დევ უფრო გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს და ეს­კა­ლა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment