Sunday, June 30, 2019

კასპში, ჩანგილარის მოსახლეობა მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის გახსნას ითხოვს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. imedinews-ის ინფორმაციით, ადგილობრივები დღეს ავტობანთან შეიკრიბნენ და ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის გახსნა მოითხოვეს. 
ისინი ამბობენ რომ უკვე 15 დღეა ავტობანზე ამოსასვლელი გზის ორივე მხარეს მეტალის ზღუდეები მოეწყო. მოსახლეობას ავტობანზე მოსახვედრად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს.
ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე შეხვდა.
სიმონ გულედანის განმარტებით მრუდე გადასასვლელის მოწყობა ავტობანზე მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იქნება, ამიტომ საგზაო დეპარტამენტთან ერთად მოუწევთ მსჯელობა თუ რა ფორმით იქნება შესაძლებელი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment