Wednesday, June 19, 2019

გერმანიაში ოჯახური ძალადობისგან კაცების დაცვის პროგრამა ამოქმედდება

გერმანიის ფედერალური მიწების, ბავარიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობებმა ოჯახური ძალადობისგან კაცების დაცვის პროგრამა გაასაჯაროვეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ოჯახური ძალადობის მსხვერპლი კაცებიც ხდებიან, მათთვის კი აქამდე არანაირი დახმარება არ იყო გათვალისწინებული“, - ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბავარიის ოჯახური და სოციალური საკითხების მინისტრმა კერსტინ შრაიერმა და მისმა ვესტფალელმა კოლეგამ ინა შარენბახმა განაცხადეს.
მათ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა რამდენიმე საფეხურისგან შედგება: პირველ ეტაპზე ცხელი ხაზი და ონლაინკონსულტაცია ამოქმედდება, შემდეგ კი ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრები და საკონსულტაციო ცენტრები გაიხსნება. პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ საბოლოო ჯამში ეს ტაბუირებული საკითხი საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდება.
გერმანული პოლიციის მონაცემებით, 2018 წელს კაცებმა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა 17,9% შეადგინეს. პოლიციელებმა აღრიცხეს 23 872 შემთხვევა, როდესაც კაცები პარტნიორების მხრიდან თავდასხმის, გაუპატიურების, მკვლელობის მცდელობის ან თავისუფლების შეზღუდვის მსხვერპლნი გახდნენ. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ დაზარალებულთა რეალური რიცხვი გაცილებით დიდია, ვინაიდან ხშირ შემთხვევებში ამ საკითხზე საუბრის რცხვენიათ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment