Tuesday, June 18, 2019

ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ვაზისუბანში ქარიშხალმა ხე მოგლიჯა, რის გამოც თელავი- გურჯაანის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შეფერხდა.
უამინდობამ სოფელ კალაურში საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. შაშიანში კი სკოლის და საბანკეტო დარბაზის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარიშხალს ძლიერი წვიმაც მოჰყვა.
გუშინ საღამოს სტიქიის ადგილზე ჩავიდნენ და ვითარებას გაეცნენ გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რის შემდეგად ქარიშხლისგან დაზიანებულ ობიექტებზე აღდენითი სამუშაოები დაიწყება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment