ნირვეგიის კუნძულ სომაროიზე საათის "ტირანიისგან" გათავისუფლებს სურთ, ამიტომ დროის გაუქმებას ითხოვენ. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
კუნძულზე სულ 350 ადამიანი ცხოვრობს. "გვსურს რაც გვინდა, მაშინ გავაკეთოთ როცა გვინდა,"- ამბობენ ისინი.
შესაბამისად, სომაროი უარს ამბობს დროის ათვლაზე პოლარული დღის პერიოდში ანუ, 18 მაისიდან 26 ივლისამდე. კუნძულის მცხოვრებლები აპირებენ თავი გამოაცხადონ მსოფლიოში პირველ „დროის არმქონე ზონად“.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ ხანგრძლივი პოლარული ღამის პირობებში ნოემბრიდან იანვრამდე უწევთ ცხოვრება. 18 მაისიდან - 26 ივლისამდე კუნძულზე მზე არ ჩადის, თავისუფალი დროის რეჟიმში კი ცხოვრება უფრო კომფორტული, მოქნილი და ადეკვატური გახდება.
აქ თევზაობა და ტურიზმი შემოსავლის მთავარი წყაროა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment