Tuesday, June 25, 2019

ნაციონალები ბათუმიდან შეკვეთილში ივანიშვილის სახლამდე მსვლელობას გამართავენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეკვეთილში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას გეგმავენ. ისინი ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მანქანებით აპირებენ ჩასვლას შეკვეთილში.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქტივისტები შეუერთდებიან ქობულეთიდან და გურიიდან. ისინი თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და თანამდებობიდან შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. 
არსებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე შიმშილობის დაწყებასაც აპირებს.
საპროტესტო აქცია დღეს თბილისშიც არის დაგეგმილი.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.
24 ივნისს შსს-მ განაცხადა, რომ აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment