Tuesday, October 3, 2017

არაბული კომპანია საქართველოში 100 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს

„საპარტნიორო ფონდს“  არაბული კომპანია Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ფახერ ალ შავაფი ესტუმრა. Al-Bawani Group-ი საუდის არაბეთის სამეფოს პირველი კლასის სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში საქმიანობს.
Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ფახერ ალ შავაფის საქართველოში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავა და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი გიორგი კუნჭულია დაესწრნენ. 
შეხვედრაზე Al-Bawani Group-ის ხელმძღვანელმა ფახერ ალ შავაფმა არაბული კომპანიის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების სურვილი გამოთქვა. მხარეებმა ფონდის მიმდინარე პროექტებში Al-Bawani Group-თან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო ამოცანები დასახეს.
Al-Bawani Group -ი საქართველოში „საპარტნიორო ფონდს“ სანდო პარტნიორად განიხილავს. ფახერ ალ შავაფი მზადყოფნას გამოთქვამს, ფონდთან ერთად მისთვის მოკლევადიან და გრძელვადიან საინტერესო პროექტებში ჩაერთოს და პირველ ეტაპზე 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
imedinews,ge

No comments:

Post a Comment