Wednesday, October 25, 2017

ტრამპმა აშშ-ში შესვლა მხოლოდ 11 ქვეყნის მიგრანტებს შეუზღუდა

აშშ ლტოლვილების მიღების პროგრამას ანახლებს, თუმცა 11 ქვეყნიდან მიგრანტების შემოწმების კრიტერიუმებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 
აღნიშნული პროგრამის მოქმედება დონალდ ტრამპმა ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ 120 დღით შეაჩერა. ლტოლვილთა მიღების პროგრამის შეზღუდვის ვადა 24 ოქტომბერს ამოიწურა.
ტრამპის ახალ განკარგულებაში არ არის მითითებული, თუ რომელ 11 ქვეყანაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, ახალი წესები 90 დღე იმოქმედებს. ამასთან, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამკაცრებულ კონტროლს გაივლიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
26 ივნისს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ნაწილობრიოვ ნება დართო პრეზიდენტ ტრამპს 6 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები შემოეღო. ეს ქვეყნებია: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. ამასთან, აიკრძალა ლტოლვილების მიღებაც.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment