მოსკოვის სიმონოვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 დღით დააპატიმრა. ამის მიზეზი საპროტესტო აქციის ორგზანიზების წესების განმეორებით დარღვევა გახდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოსამართლის განმარტებით, პოლიტიკოსმა იცოდა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში მიტინგის გამართვაზე უარი ეთქვა, თუმცა მხარადამჭერებს მასში მონაწილეობისკენ მაინც მოუწოდებდა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, არასანქციონირებულ მიტინგში მონაწილეობისკენ მოწოდებების გამო 29 სექტემბერსაც დააკავეს, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს.
imedienws.ge
No comments:
Post a Comment