Wednesday, October 25, 2017
67-ე სკოლის ყოფილი დირექტორი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეძახილის „სირცხვილია“ ფონზე გააცილეს
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
67-ე სკოლის დირექტორმა მარიამ თავართქილაძემ სკოლის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. სკოლაში შეკრებილმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დირექტორი შეძახილების ფონზე გააცილეს, ისინი სკანდირებდნენ: „სირცხვილია, სირცხვილია“.
მარიამ თავართქილაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
67-ე საჯარო სკოლასთან რამდენიმე დღეა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი დირექტორის მიერ სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მხარდასაჭერ აქციებს მართავდნენ. ისინი დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და უარყოფდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქიმიის მასწავლებელი მოსწავლეებზე ძალადობდა.
ipn.ge
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment