Sunday, October 1, 2017

კახა კალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის რამდენიმე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქის მოწყობაზე გაამახვილა, რომელშიც სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, გასართობი ინფრასტრუქტურა და სარეკრეაციო ზონები უნდა მოეწყოს.
კალაძემ გაიხსენა გლდანის პირველი მიკრორაიონის ერთ-ერთ სპორტულ მოედანზე დაგეგმილი მშენებლობაც და განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სამშენებლო კომპანია სხვა ადგილით დაკმაყოფილდეს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment