Sunday, October 1, 2017

იუსტიციის საბჭო საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიის თავმჯდომარეს აირჩევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარეს დღეს აირჩევს.
საბჭომ ორ კანდიდატს უკვე მოუსმინა ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრი შონიამ წარადგინა, ხოლო მეორე კანდიატი თემურ გოგოხია საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დაასaხელა.
24 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიები გააერთიანა. ამ გადაწყვეტილებამ არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ როგორც საბჭოს წევრებს, ისე კანდიდატებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment