Tuesday, October 3, 2017

ქობულეთის მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვს

ადგილობრივები ქუჩების დატბორვას სწორედ მოუწესრიგებელ არხებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ ყოველი წვიმის დროს მათი სახლები იტბორება.
გუშინ უხვი ნალექის შედეგად, მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე ქუჩა დატბორა. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებშიც შევიდა, თუმცა როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს ზარალი ამჯერად მინიმალურია, რადგან სახლების დატბორვამდე ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები პირველი სართულებიდან გაიტანეს. 
„სანიაღვრე არხი გაწმენდილი რომ არ ყოფილიყო ზარალი დიდი იქნებოდა“, - ასე უპასუხა მოსახლეობის ბრალდებებს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ. მისი თქმით, შემთხვევის ადგილებში გასულია ჯგუფები, თუმცა ამოტუმბვით სამუშაოებს სახლები არ საჭიროებს. ევგენიძის განცხადებით, რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესებიც განვითარდა. 
უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები ფოთში, ქობულეთსა და ურეკში შექმნა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ისევ გააქტიურდა მეწყრული ზონები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment