რუსეთის მოქალაქე, რომელიც აპრილში ოსლოში აფეთქების მომზადების ბრალდებით დააკავეს, სასამართლოს წინაშე წარდგა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
17 წლის ბიჭის ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გამართულიყო.
თავადაპირველად მას ბრალი ტერორიზმში წაუყენეს, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ ასაფეთქებელი მოწყობილობა დეტალურად შეისწავლა, მოზარდს ბრალდება შეუმსუბუქეს.
ნორვეგიის პოლიციამ, ოსლოს მეტროში ასაფეთქებელი მოწყობილობის დატოვების გამო რუსეთის მოქალაქე 9 აპრილს დააკავა.
ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოზარდი ოჯახთან ერთად ნორვეგიაში 2010 წლიდან ცხოვრობს და მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი აქვთ შეტანილი.
ოსლოში მეტროსადგურ "გრენლადთან", 8 აპრილს, ღამით, აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. პოლიციამ რაიონი შემოსაზღვრა, დაიკეტა რესტორნები და კაფეები, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ბომბი გამნაღმველებმა ააფეთქეს.
imedienws.ge
No comments:
Post a Comment