Thursday, October 26, 2017

თბილისში მედიცინის ფორუმი გაიხსნა

„ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის „მედიცინის ფორუმი 2017“ გაიხსნა. ფორუმზე წარმოდგენილია გამოფენა, რომელიც სრულად მოიცავს სამედიცინო დანადგარებისა და აღჭურვილობის, ტრავმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის სფეროებს. წელს გამოფენაში 12 ქვეყნიდან 60-მდე კომპანია მონაწილეობს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
თბილისის „მედიცინის ფორუმი“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გახსნა. 
„შთამბეჭდავია, რომ ასეთი მასშტაბური გამოფენა ეწყობა ჩვენს ქალაქში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წარმოდგენილი არიან მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლები. ისინი დაინტერესებული არიან საქართველოში არსებული ბაზრით, ეს ყველაფერი კი განპირობებულია იმით, რომ საქართველოში მოქმედი კლინიკები უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ”, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
თბილისის მედიცინის ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment