Monday, October 23, 2017

შსს-მ ვარკეთილში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

შსს-ს ვარკეთილში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძალვის ბრალდებით 2 პირი: საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან დაკავებულები.
"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ე.ბ., ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 2 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.
გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 დაკავება დღეს კალაუბნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში მოხდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment