Thursday, January 31, 2019

გაფუჭებული პოლონური ხორცი ევროკავშირის 11 ქვეყანაში მოხვდა


პოლონეთის სასაკლაოზე დამზადებული ხორცი, რომელიც სანიტარული ნორმების შემოწმების მიზნით დახურეს, ევროკავშირის 11 ქვეყანაში დააიმპორტირეს. ამის შესახებ ევროკომისიაში აცხადებენ. 
რეგულატორების თქმით, ქალაქ ოსტრუვ-მაზოვეცკასთან არსებულ სასაკლაოზე შესაძლოა დაავადებულ ძროხებს კლავდნენ. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ სასაკლაოზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი ძროხები მიჰყავთ. 
ვიდეო პოლონურმა არხმა TVN 24-მა აჩვენა, რის შემდეგაც სკანდალი მოხდა. პოლონეთის მთავარმა ვეტერინარმა პაველ ნემჩუკმა განაცხადა, რომ სასაკლაო უკანონოდ მუშაობდა. 
ვეტერინარის თქმით, გაფუჭებული ხორცი ევროკავშირის 11 ქვეყანაში მოხვდა: ესტონეთში, საფრანგეთში, ფინეთში, უნგრეთში, ლიეტუვაში, პორტუგალიაში, რუმინეთში, ესპანეთში, შვედეთში, გერმანიაში და სლოვაკეთში
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment