26 იანვრის 00:00-დან 05:00 საათამდე „საქართველოს რკინიგზა” საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ131 მონაკვეთზე, ლიხი-ხაშურის დაზიანებული სარკინიგზო ხიდის შეკეთების სამუშაოებს გეგმავს, რისთვისაც დროის ამ პერიოდში, სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვაა საჭირო.
საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ინფორმაციით, ეს ორჯერ, შუალედურად 30-30 წუთის განმავლობაში მოხდება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment