Tuesday, January 29, 2019

ჩიკაგოში უფრო ძლიერი სიცივეა მოსალოდნელი, ვიდრე ანტარქტიდაზე

მეტეოროლოგები აშშ-ში ძლიერ ყინვასა და თოვლს პროგნოზირებენ. ამ კვირაში ჩიკაგოში უფრო ძლიერი სიცივეა მოსალოდნელი, ვიდრე ანტარქტიდაზე. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 
ნულზე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მექსიკის ყურიდან მენის შტატამდე. თოვლით დაიფარება ქვეყნის სამხრეთი ნაწილიც.
"ბოლო ოცი წლის წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ჰაერის მასები ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთ ნაწილიდან დაიძრება, რაც ჩრდილოეთ ვაკეზე ქარს გამოიწვევს. დიდი ტბების რეგიონში კი ტემპერატურა -30-დან -60 გრადუსამდე დაეცემა,"- განაცხადა მეტეოროლოგმა დეივ ჰენმა.
ამინდის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში დათოვლილი და მოყინული გზები მოძრაობისთვის სახიფათო იქნება. უამინდობის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment