Thursday, January 31, 2019

ქალაქი, სადაც უსახლკაროები არ ცხოვრობენ


ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის ქუჩებში თითქმის ვეღარსად შეხვდებით უსახლკაროს, რომელიც ქუჩაში იძინებს. BBC-ის ცნობით, ეს ფინეთის ნოვატორული სქემის დამსახურებაა. 
„ბავშვობაში,  მახსოვს ჩვენს პარკებში, ასობით და ათასობით უსახლკაროს როგორ ეძინა, მაგრამ ეს ახლა ასე აღარ არის. ქუჩაში მყოფი უსახლკაროები ჰელსინკში აღარ არსებობენ“, - განაცხადა ქალაქის მერის მოადგილემ სანა ვესიკანსმა
1987 წელს ფინეთში 18 ათასი უსახლკარო ფიქსირდებოდა, ხოლო 2017-ში ეს ციფრი 6,600 იყო. დღეს უმეტესობა უსახლკარო დროებით საცხოვრებელ ბინაშია ან ახლობლებთან ცხოვრობს. 
2007 წელს ფინეთის ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია „ბინა უპირველეს ყოვლისა“. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლება უსახლკარო ადამიანს აძლევს ბინას რაც შეიძლება მოკლე დროში შემდეგ კი უწევს შესაბამის დახმარებას, რომელიც ეხება ჯანმრთელობას, სწავლებას და სამსახურს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment