Sunday, January 27, 2019

გამყრელიძე: წითელაზე ერთ კვირაში 22 ათასი ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრეილძის განაცხადებით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება შესაძლოა მალე ჩაცხრეს, ვინაიდან ხალხი მასობრივად იკეთებს ვაქცინას. მის განცხადებას „აიპრესი“ ავრცელებს.
“ერთი კვირის განმავლობაში 22 ათასი ადამიანი აიცრა დამატებით. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელეთ მასობრივი ვაქცინაცია, მაშინ მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. ხაზს ვუსვამ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ორსული ქალბატონების წითელას საწინააღმდეგო აცრა,“ - ამბობს გამყრელიძე.
წითელაზე უფასო აცრა 40 დაწესებულებაშია შესაძლებელი. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment