Sunday, January 27, 2019

კანადაში ქართველი ქალი თანამშრომელმა მოწამლა

ქართველი მაცა ბელიშვილი კანადური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 33 წლის ქართველი ქალი თანამშრომელმა მოწამლა. ინფორმაციას CTVnews-ი ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორც გაირკვა Hudson’s Bay-ს თანამშრომელი კონიკა იანგი ქართველ მაცას, რომელიც კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანმიმართულად წამლავდა. უფრო სწორად, სასმელი წყლის ბოთლში საყოფაცხოვრებო ქიმიას ურევდა, რამაც ბელიშვილის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა,
მომხდარის გამო, ბრალდებული ქალი უკვე დაკავებულია. ფაქტი კი კომპანიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment