Tuesday, January 22, 2019

პასუხები ყველა კითხვაზე, რაც მძღოლებს ტექდათვალიერების შესახებ აქვთ

თუ აქამ­დე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სხვა­დას­ხვა ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან მისი გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და ყვე­ლა ტი­პის მან­ქა­ნის­თვის.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


2019 წლის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე მოძ­რავ­მა ნე­ბის­მი­ერ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი წე­სის დაც­ვით უნდა გა­ი­ა­როს. და­ხარ­ვე­ზე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას მა­ინც გა­და­წყვე­ტენ, და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან რო­გორც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის, ასე­ვე ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის მიერ.რაც უფრო მეტ ავ­ტომფლო­ბელს უწევს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლა, სულ უფრო მეტი კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა პრო­ცეს­თან და ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ხარ­ვე­ზე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე AMBEBI.GE-მ შე­აგ­რო­ვა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი და ამ კი­თხვებს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით უპა­სუ­ხა.

რა დო­კუ­მენ­ტა­ცია უნდა წარ­ვად­გი­ნო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად?


  • სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის მოწ­მო­ბა
  • მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი

რო­მელ პა­რა­მეტ­რებ­ზე გა­ივ­ლი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას?

  • სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა
  • გა­მო­ნა­ბოლ­ქვი
  • სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბი
  • სა­ჭის მე­ქა­ნიზ­მი
  • სა­ბუ­რა­ვე­ბი
  • ხილ­ვა­დო­ბა
  • ფა­რე­ბი
  • შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი
  • ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა
  • რა ღირს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლა?

    ინ­სპექ­ტი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მსუ­ბუ­ქი სამ­გზავ­რო/მსუ­ბუ­ქი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის­თის - 60 ლარს შე­ად­გენს, ხოლო სამ­გზავ­რო (8-ზე მეტი ად­გი­ლი)/სატ­ვირ­თო 3 500კგ-ზე მეტი - 100 ლარს. სა­ფა­სურს იხ­დით უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ად­გილ­ზე პირ­ვე­ლი­ვე ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას, პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე.

    შე­მიძ­ლია თუ არა ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მოწ­მე­ბას და­ვეს­წრო?

    ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით ეს აკ­რძა­ლუ­ლია, რათა არ მოხ­დეს ავ­ტომფლო­ბელ­სა და ინ­სპექ­ტორს შო­რის უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი, რა­საც შე­უძ­ლია, ხელი შე­უ­შა­ლოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტა­რე­ბას. ასე­ვე, ეს არის კო­რუფ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­აც.

    წერს თუ არა ჭკვი­ა­ნი კა­მე­რა ჯა­რი­მას და­ხარ­ვე­ზე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც ხარ­ვე­ზის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა აქვთ მი­ცე­მუ­ლი?

    არ­სე­ბობს ორი სა­ხის ხარ­ვე­ზი, ერთი, რო­დე­საც ხარ­ვე­ზის აღ­მო­სა­ფხვრე­ლი 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დაშ­ვე­ბუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა და მე­ო­რე, რო­დე­საც ამ 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა.
    თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ხარ­ვეზ­და ისე, რომ ამ 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აეკ­რძა­ლა გა­და­ად­გი­ლე­ბა, მა­შინ მისი მარ­თვა და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და­ჯა­რი­მე­ბას, მათ შო­რის ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც.

    რო­გორ გა­ვი­ა­რო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა თუ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ 30 დღეს გა­და­ვა­ცი­ლებ?

    ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ 30-დღი­ა­ნი ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ერ­თო წე­სით ტარ­დე­ბა.

    სად მო­ვი­ძიო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი?

    pti.ge; quicktest.ge; ttmotors.ge; vis.ge; isys.ge/tester/; umartivesad.ge - ამ სა­ი­ტებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ცენ­ტრე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი.
  • რა კრი­ტე­რი­უ­მით მოწ­მდე­ბა სა­ქა­რე მინა?

    თუ სა­ქა­რე მი­ნა­ზე ბზა­რე­ბი და ლა­ქე­ბი არის მი­ნამ­წმენ­დის არე­ში, მა­შინ ეს ხარ­ვე­ზის სა­ფუძ­ვე­ლია.

    თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი კარ­გად მუ­შა­ობს გაზ­ზე, მაგ­რამ ვერ მუ­შა­ობს ბენ­ზინ­ზე, და­ხარ­ვეზ­დე­ბა თუ არა?

    ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლი მოწ­მდე­ბა იმ საწ­ვავ­ზე, რა­ზეც გა­მო­უშ­ვა ქარ­ხა­ნამ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი ქარ­ხნუ­ლად ბენ­ზინ­ზე მო­მუ­შა­ვეა და სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად არ მუ­შა­ობს, ის და­ხარ­ვეზ­დე­ბა.

    რამ­დე­ნია ჯა­რი­მა იმ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ვერ გა­ი­ა­რეს და გზებ­ზე კვლავ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან?

    ჯა­რი­მა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის შე­ად­გენს 50 ლარს, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის - 200 ლარს.

    რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით უნდა გა­ვი­ა­რო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა?

    • სამ­გზავ­რო (8 ად­გი­ლის ზე­მოთ, მძრო­ლის გარ­და) კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას გა­ივ­ლი­ან გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან ერთი წლის შემ­დეგ და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს, ხოლო გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან ოთხი წლის შემ­დეგ - წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ;
    • სატ­ვირ­თო (3.5 ტ. და ზე­მოთ) - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;
    • მი­საბ­მე­ლი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი (3,5ტ. 10ტ.-მდე და მეტი) - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;
    • სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და ტაქ­სი - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;
    • მსუ­ბუ­ქი სამ­გზავ­რო - ოთხი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ, გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან 8 წლის შემ­დეგ კი ყო­ველ წე­ლი­წადს;
    • მსუ­ბუ­ქი სატ­ვირ­თო - ოთხი წლის მერე გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს.

    რო­გორ გა­ვი­გო რო­დის აქვს ჩემს ავ­ტო­მო­ბილს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლის ბოლო ვადა?

    ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­სპექ­ტი­რე­ბის ბოლო ვადა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის რი­ცხვი­სა და თვის შე­სა­ბა­მი­სად. მა­გა­ლი­თად, თუ თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის თა­რი­ღია 15 აპ­რი­ლი, ავ­ტო­მო­ბილს პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გავ­ლი­ლი უნდა ჰქონ­დეს 15 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით.
  • ambebi.ge

1 comment:

  1. მაინტერესებს ტექისპექტირების გლვადის გადაცილების შემთხვევაში ჭკვიანი კამერის მიერ ჯარიმის დაწერის შემთხვევაში რა ვადის გასვლის მერე გიწერს კიდევ?

    ReplyDelete