Saturday, January 26, 2019

"გალელები საქართველოში, იქიდან კი ევროპაში მიდიან სამუშაოდ..." - გალის მოსახლეობის პროტესტი და აფხაზების მოსაზრებები

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ენ­გუ­რის "გამ­შვე­ბი პუნ­ქტის" და­კეტ­ვას გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ასამ­დე ად­გი­ლობ­რივ­მა გა­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა. მე­დია-კლუბ Апсны.иахьа-ს ცნო­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, გა­და­ად­გი­ლე­ბის, საკ­ვე­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

.
სო­ხუ­მის გა­და­წყვე­ტი­ლებთ, 2019 წლის 10 იან­ვრი­დან, ორი თვით, H1N1-ის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კის გამო, ერ­თა­დერ­თი გამ­სვლე­ლი პუნ­ქტი ენ­გურ­ზე ჩა­ი­კე­ტა.
"ჩვენ მა­შინ­ვე შეგ­ვექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა კუ­თხით - ბევ­რი ზუგ­დიდ­ში სწავ­ლობს, მუ­შა­ობს, ვაჭ­რობს, მკურ­ნა­ლობს, სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბებს ვი­ღებთ... მე­ო­რე დღეს­ვე გაჩ­ნდა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და საკ­ვე­ბის პრობ­ლე­მე­ბი... რაც დარ­ჩა, იმა­ზე ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და. ჩვე­ნი ხალ­ხი ზუგ­დიდ­ში ვაჭ­რობს და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თია რა­ი­ო­ნის­თვის..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.გა­ლის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი, თე­მურ ნა­და­რა­ია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შეხ­ვდა და ვი­თა­რე­ბის ახ­სნას შე­ე­ცა­და. მისი თქმით, "აფხა­ზეთ­ში 2016 წელს H1N1 ვირუ­სით ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი ვი­თა­რე­ბის გამო მი­ი­ღეს.
რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუ­მის ე.წ. ხელმღვა­ნე­ლო­ბამ ვი­თა­რე­ბის შერ­ბი­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა - ენერ­გე­ტი­კო­სებ­სა და მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს “სა­ზღვრის” გა­დაკ­ვე­თის უფ­ლე­ბა მის­ცეს. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ეს სა­ერ­თო სუ­რათს ვერ ამ­სუ­ბუ­ქებს. იმათ, ვი­საც სამ­სა­ხუ­რი ზუგ­დიდ­ში აქვთ, სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის საფრ­თხე შე­ექ­მნათ.
კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს, არის ე.წ. სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი, რაც აფხა­ზუ­რი მხა­რის მო­თხოვ­ნით, გალ­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი კი, ამ “დო­კუ­მენ­ტის” მი­ღე­ბა­ზე უარს აცხა­დებს.
აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა “აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის­თვის” მთა­ვა­რი ხერ­ხე­მა­ლია და ასე­თი ხის­ტი მიდ­გო­მა გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის...
აფხა­ზეთ­ში ცნო­ბი­ლი პუბ­ლი­ცის­ტი და­ვით და­სა­ნია ამ ფაქტს ვრცელ ფე­ის­ბუქპოსტს უძღვნის:
“ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­სა­ხუ­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას და მათი პრობ­ლე­მე­ბი ცი­ვი­ლუ­რი გზე­ბით უნდა გა­და­წყდეს... მე ვიცი, რომ იქ ბა­ღაფ­ში­სა და ან­ქვა­ბის პრე­ზი­დენ­ტო­ბის წლებ­ში, ვი­თა­რე­ბა და­წყნარ­და და მო­სახ­ლე­ო­ბამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლა... თუმ­ცა, აქვე ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ისი­ნი მი­დი­ან აფხა­ზე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, იქი­დან კი ევ­რო­პა­ში და ბევ­რმა მათ­გან­მა უკვე მი­ი­ღო სამ­სა­ხუ­რი და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც არის შვე­ი­ცა­რია, გერ­მა­ნია და ა.შ.
ჩვე­ნი შვი­ლე­ბი კი უმუ­შევ­რე­ბი არი­ან, ყო­ველ­გვა­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე... ადა­მი­ა­ნე­ბი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე მარ­ტო რჩე­ბი­ან, გა­ნათ­ლე­ბა რე­ფორ­მე­ბის გა­რე­შე კვდე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა იღუ­პე­ბა, კულ­ტუ­რის დეგ­რა­და­ცია ხდე­ბა... ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სია, კრი­ზი­სი კი, უფრო და უფრო მწვავ­დე­ბა," - წერს და­სა­ნია.
ის აფხა­ზე­ბი, რო­მელ­თა პო­ზი­ცი­ი­თაც, გა­ლე­ლებს აფხა­ზუ­რი დო­კუ­მენ­ტის ე.წ. ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის აღე­ბა არ სურთ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ:
“ჩვენ პენ­სი­ა­საც იღე­ბენ და სა­ქარ­თვე­ლო­დან დახ­მა­რე­ბა­საც, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა, აფხა­ზუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის აღე­ბა არ უნ­დათ... არ არის მარ­ტი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა," - წერს მარ­ლე­ნა ცკუა.
“სა­მურ­ზა­ყა­ნო­ე­ლე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ხალ­ხია აფხა­ზეთ­ში და ის, რა­საც ჩვენ მათ მი­მართ ვა­კე­თებთ, დის­კრი­მი­ნა­ცია კი არა, 21-ე სა­უ­კუ­ნის აპარ­თე­ი­დი ეწო­დე­ბა... რო­გორც ირ­კვე­ვა, მუდ­მი­ვად ვარ­ღვევთ მათ უფ­ლე­ბებს, არ ვაძ­ლევთ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, ვუ­ზღუ­დავთ გა­და­ად­გი­ლე­ბას, მკურ­ნა­ლო­ბას... სა­ხელ­მწი­ფოს დო­ნე­ზე ვა­რე­კე­ტებთ... ყო­ჩაღ, ასე გა­ვაგ­რძე­ლოთ” - წერს ად­გურ ხა­რა­ზია abkhaz-auto.ru-ს სტა­ტი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.
“რა­ტომ ხართ ასე ნე­გა­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი მათ მი­მართ? რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი და­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში უფა­სოდ სამ­კურ­ნა­ლოდ? ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან ეზი­დე­ბი­ან პრო­დუქტს და სო­ხუ­მის ბა­ზარ­ში ყი­დი­ან... თით­ქოს ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვართ და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ვი­ცით, რა­ტომ ვიკ­ვე­ბე­ბით გა­ლის რა­ი­ო­ნი­დან? რა­ტომ გა­დავ­დი­ვართ ქარ­თულ მხა­რეს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის­თვის და სამ­კურ­ნა­ლოდ. და­ვი­ჯე­რო, ის ხალ­ხი, ვინც გა­ლე­ლე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, ამას ვერ ხე­დავს?" - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი
ambebi.ge

No comments:

Post a Comment