საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საკუთარი ბიძაშვილი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შემთხვევა იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ სოფელში მცხოვრები მეთორმეტეკლასელი გოგონა მამის დისშვილმა მოიტაცა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, 28 წლის ბიჭმა გოგონა საკუთარი სახლიდან მაშინ მოიტაცა, როცა ნათესავის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. შემთხვევა 27 იანვარს მოხდა, სამართალდამცველებმა სკოლის მოსწავლე სახლში დღეს დილით დააბრუნეს.
"ჩემი დისშვილია ეს გოგო. უკვე დააბრუნა პოლიციამ სახლში. მოტაცების დროს ჩემი და სახლში არ იყო, აზერაბიჯანში იყო ახლობლის დაკრძალვაზე. გოგოს მამა გარდაცვლილია და სახლში მარტო იმყოფებოდა ბავშვი. ბიჭი 28 წლისაა და სოფელ თულარში ცხოვრობს. უყვარს ეს გოგო, მაგრამ ჩემს დისშვილს არ უყვარდა, ამბობდა არ მინდა მაგის ცოლობა, თავს მოვიკლავ და მაგას არ გავყვებიო" - განაცხადა გოგონას ბიძამ ნამიქ ხოჯაევმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.
18 წლის სკოლის მოსწავლის მოტაცებაში ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment