Sunday, January 27, 2019

ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები და ჯიხურები აიღე


ხმაური იყო ბათუმში წერეთლის ქუჩაზე, სადაც ბათუმის მერიამ გარევაჭრობისთვისგანკუთვნილი დახლები და ჯიხურები აიღო.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პროცესს მოვაჭრეთა უკმაყოფილება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათი განცხადებით, დახლების აღების თაობაზე გაფრთხილებულები არ იყვნენ, გარევაჭრობა კი მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
როგორც ქალაქის მერიაში განმარტეს, მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ, თუმცა მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა უშედეგოდ მიმდინარეობს.
"ღამით გარევაჭრობის აღკვეთის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ დღის განმავლობაში ტრანსპორტით გადატვირთულია წერეთლის ქუჩაზე, აქვეა სკოლა და ბაღი და დახლების აღება შეუძლებელი იქნებოდა. მოვაჭრეებს რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, დავთანხმდით მათ მიერ შეთავაზებულ ვარიანტსაც, გადაგვეყვანა ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ყველაფერი უსასყიდლოდ გავუკეთეთ, მაგრამ არ თანხმდებიან. ამ ქუჩაზე კი გარევაჭრობის გაგრძელება აღარ შეიძლება და აღარ დავუშვებთ", - განაცხადა თენგიზ პეტრიძემ.
გარევაჭრობის აღკვეთას წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები წლებია ითხოვენ. ისინი ანტისანიტარიაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტროტუარზე გავლა შეუძლებელი იყო, გარემოვაჭრეებს სკოლისა და ბაღის შესასვლელებიც ჩაკეტილი ჰქონდათ. ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან
imedinews.ge

No comments:

Post a Comment