Thursday, January 31, 2019

გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, მან პირადი მიზეზების გამო ქვეყანა ერთი კვირით დატოვა, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ის რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლა.
„ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი, ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის. პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს „მომზადებული“ ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, აღარ ვარ სკოლის დეკანი. მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა, სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის.
ცხადია, ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა, სამწუხაროდ, პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო. მანამდე კი, ვისაც ეს თემა მართლაც აღელვებს და აინტერესებს, ვდებ რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს, რომელიც ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის“, - წერს ქადაგიძე.
interpressnews.ge


No comments:

Post a Comment