Thursday, January 31, 2019

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა


საქართველოს ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ამ კონტექსტში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა როგორც, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე, უშუალოდ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და მიმდინარე რეფორმების პროცესში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment