კრიმინალურმა სინდიკატმა ჩინეთიდან 4,4 მილიარდი დოლარი გაიტანა.
ჩინეთში მოქმედი დანაშაულებრივი სქემის შესახებ წერს CNN-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კრიმინალურმა სინდიკატმა, ჩინეთიდან, ქალაქ მაკაოს გავლით, სადაც სათამაშო ბიზნესია განვითარებული 4,4 მილიარდი დოლარი გაიტანა. დანაშაულებრივი ორგანიზაცია ჩინეთში 2016 წლიდან საქმიანობდა. ბოროტმოქმედები მაქინაციებისთვის POS-ტერმინალებს იყენებდნენ. ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც საბანკო ბარათებს კითხულობს.
ყველაზე ხშირად ასეთი სქემა გამოიყენება მაშინ, როცა ხდება კაზინოში მოგებული ფულის არალეგალურად განაღდება. პოლიციის რეიდების შედეგად მაკაოსა და ჩინეთში დააკავეს 39 ეჭვმიტანილი და მოხდა 32 საგადამხდელო ტერმინალის კონსფისკაცია.
ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყნის გარეთ აეკრძალათ 100 ათას იაუანზე მეტის გატანა (15 ათასი აშშ დოლარი) ბანკის მიერ გაცემული პლასტიკური ბარათით.
ადმინისტრაციული რაიონი მაკაო დაარსდა 1999 წლის 20 დეკემბერს. სწორედ მაშინ მოხდა იმავე სახელწოდების კოლონიის ლიკვიდაცია პორტუგალიაში.
2010 წლიდან, ამ რეგიონისთვის შემოსავლების 70% სათამაშო ბიზნესს მოაქვს. ეს ერთადერთი რეგიონია ჩინეთში, სადაც კაზინოების ბიზნესი ლეგალურია. სპეციალური რეგიონის სტატუსს მაკაო 2049 წლამდე შეინარჩუნებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment