Wednesday, February 13, 2019

მსოფლიოს უდიდესი 10 ქალაქი, სადაც 80 წლის შემდეგ ადამიანები ვეღარ იცხოვრებენ

კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ საფრ­თხე­ებ­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. ძლი­ე­რი ქარი, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი წყალ­დი­დო­ბე­ბი და გვალ­ვე­ბი სულ უფრო სა­შიშ სა­ხეს იღებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც Business Insider წერს, კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სამ­თავ­რო­ბო­თა­შო­რი­სო პა­ნელ­მა ივა­რა­უ­და, რომ 2040 წლის­თვის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას მძი­მე შე­დე­გე­ბი მოყ­ვე­ბა, სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს კი პლა­ნე­ტის რამ­დე­ნი­მე ნა­წილ­ში ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ა­სა­ხე­ლეს 10 ქა­ლა­ქი, სა­დაც 2100 წლის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.
2100 წლის­თვის მა­ი­ა­მი­ში 3.3 მლნ ადა­მი­ან­ზე მეტს ძლი­ე­რი წყალ­დი­დო­ბე­ბი ემუქ­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც 2016 წელს ჟურ­ნალ­ში Nature Climate Change გა­მოქ­ვეყ­ნდა. მე­თიუ ჰო­ი­ე­რი აშშ-ს კონ­ტი­ნენ­ტურ ნა­წილ­ზე ზღვის დო­ნის მა­ტე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს. საფრ­თხეს­თან გამ­კლა­ვე­ბას კი, ჰო­ი­ე­რის აზ­რით, მა­ი­ა­მი ვერ შეძ­ლებს
წყლით და­ფარ­ვის საფრ­თხე აქვს ნიუ ორ­ლე­ან­საც. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, დატ­ბორ­ვა 100 ათას­ზე მეტ ადა­მი­ანს ემუქ­რე­ბა.
ჩი­კა­გო­ში ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ქა­ლა­ქი აშშ-ს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცხელ ად­გი­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი, 1995 წელს სი­ცხის გამო 700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი, რი­ჩარდ რუდი ამ­ბობს, რომ ქა­ლაქ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ დროს მი­აღ­წი­ოს
2070 წლის შემ­დეგ დუ­ბა­ი­ში, ზა­ფხულ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 45 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.
მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ძლი­ე­რი სი­ცხე სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს შე­უქ­მნის.
ამა­ვე კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ყო­ველ­დღი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის დე­და­ქა­ლაქ­ში, აბუ-და­ბი­შიც გა­უ­საძ­ლი­სი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც რე­გი­ონ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, 52 გრა­დუ­სია. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის მი­ხედ­ვით კი 2070 წლის შემ­დეგ აბუ-და­ბი­ში სი­ცხე კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს
შან­ხა­ი­ში, ჩი­ნეთ­ში 2070-2100 წლებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში იქ­ნე­ბა. ჟურ­ნალ­ში Nature Communications გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს აქ სი­ცხის ძლი­ერ ტალ­ღებს ელო­დე­ბი­ან. შან­ხა­ი­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 25 მლნ ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა.
პე­კინ­ში ძლი­ე­რი სმო­გის გამო ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.
ჩი­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში სმო­გი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ქუ­ჩებ­ში ნიღ­ბე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა.
გა­მო­ნა­ბოლ­ქვი სი­გა­რე­ტის ბოლ­ზე მე­ტად მავ­ნე­ბე­ლია და 15-ჯერ მეტ ადა­მი­ანს კლავს, ვიდ­რე ომე­ბი და ძა­ლა­დო­ბა.
ინ­დო­ეთ­ში, ნიუ დე­ლი­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ღე­ბი­ნე­ბა და თა­ვის ტკი­ვი­ლი შე­ა­წუ­ხებს, რაც ძლი­ე­რი სი­ცხი­სა და სმო­გის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. აქ ტემ­პე­რა­ტუ­რა ისე­თი­ვე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც პე­კინ­სა და შან­ხა­ი­ში.
სმო­გით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი გა­მო­იწ­ვევს კან­ზე გა­მო­ნა­ყარს, გუ­ლის­რე­ვას, თა­ვის ტკი­ვილს, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კი გო­ნე­ბას და­კარ­გავს.
დატ­ბორ­ვის მას­შტა­ბე­ბი სულ უფრო გა­იზ­რდე­ბა ლა­გოს­შიც, ნი­გე­რი­ა­ში. ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ ქა­ლაქ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა მუდ­მი­ვად მა­ტუ­ლობს, მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი, მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ წყალ­დი­დო­ბა 260,000-მდე ადა­მი­ანს იმ­სხვერ­პლებს
ambebi.ge

No comments:

Post a Comment