სოფელ ნაფეტვრების მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება წელს უკვე მერვედ შეუწყდა. გაზის მილები ქარმა მიწიდან ამოაგდო. მოსახლეობის განცხადებით მილები მიწაში საკმარის სიღრმეზე არ იყო დამონტაჟებული.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ნაფეტვრებში ამბობენ, რომ გაზის მიწოდება მათ ხშირად უწყდებათ, რის მიზეზადაც გაზმომარაგების კომპანია „სოკარი“ ავარიულ შემთხვევებს ასახელებს.
„სოკარში“ ამტკიცებენ, რომ მათ სამუშაოები ყველა წესის დაცვით განახორციელეს. მილების დაზიანებას კი კომპანიაში, გზის სამუშაოებს უკავშირებენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment