Saturday, February 2, 2019

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა მეძავებს საჩუქრები დაურიგა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ჰერცოგინიების სახელით ბრისტოლში მომუშავე მეძავებს საჩუქრები დაურიგეს. ინფორმაციას კენსინგტონის სასახლე მიკრობლოგ Twitter-ზე ავრცელებს
საჩუქრებს შორის უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, ბანანი, მაფინი და ჩიპსი იყო. ხილზე წარწერა მეგან მარკლმა გააკეთა. იდეა სასექსის ჰერცოგინიას ეკუთვნის. 
„შენ განსაკუთრებული ხარ“, „შენ ძლიერი ხარ“, „შენ მამაცი ხარ“, „შენ პატივსაცემი ხარ“ - ამ და სხვა შინაარსის წარწერები ბანანებზე პრინცი ჰარის ცოლმა მეგან მარკლმა გააკეთა. 
აქციის მიზანი ქუჩებში მომუშავე მეძავებისთვის თანადგომის გამოცხადება იყო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment