Thursday, February 14, 2019

რისთვის დაფრინავს "პუტინის მზარეული" აფრიკაში - რუსული მედია ევგენი პრიგოჟინის საიდუმლო ავიარეისებზე წერს

პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლის" მეტ­სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი მსოფ­ლიო მე­დი­ის­თვის ჯერ "ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კის" ავ­ტო­რის სა­ხე­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი, შემ­დეგ კი იმით, რომ სი­რი­ა­ში Вагнер-ების შეყ­ვა­ნის თე­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და; ასე­ვე მისი სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებ­და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში ნავ­თო­ბის, გა­ზი­სა და ოქ­როს მო­პო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სწო­რედ ამის­თვის "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლი" შე­არ­ქვეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"Новая газета"-ს მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში იმ სა­ი­დუმ­ლო ავი­ა­რე­ი­სებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც ბოლო ხა­ნებ­ში პრი­გო­ჟი­ნი Raytheon HAWKER 800XP-ით ახორ­ცი­ე­ლებ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ყვე­ლა­ზე ხში­რად ის ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აზი­ა­ში დაფ­რი­ნავ­და. მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა პო­ლი­ნამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გა­ა­უქ­მა, თუმ­ცა გა­მო­ცე­მამ ფო­ტო­მა­სა­ლის შე­ნახ­ვა მო­ას­წრო. ფო­ტო­ებ­ზე პო­ლი­ნა მა­მას­თან ერ­თად არის ასა­ხუ­ლი, წარ­წე­რით: "მა­მა­ჩე­მი კე­თი­ლი კა­ცია...". რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა საფ­რე­ნი აპა­რა­ტი M-VITO -ს ნომ­რით არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და ფასი 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.
გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბოლო ხა­ნებ­ში მოს­კო­ვი-პე­ტერ­ბურ­გის შიდა რე­ი­სე­ბის გარ­და, პრი­გო­ჟი­ნის თვითმფრი­ნავ­მა სი­რი­ი­სა და ლი­ბი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით 48 ავი­ა­რე­ი­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა
იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვი ბე­ი­რუთ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით დაჯ­და, იქი­დან კი, სი­რი­ა­სა და აფ­რი­კა­ში გაფ­რინ­და. მხო­ლოდ 2016 წელს, პრი­გო­ჟი­ნის თვითმფრი­ნა­ვი სი­რი­ა­ში 21-ჯერ და­ფიქ­სირ­და," - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, სი­რი­ის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი არ არის.
"2018 წლის დე­კემ­ბერ­ში აფ­რი­კუ­ლი მე­დი­ის­გან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრი­გო­ჟი­ნი სუ­და­ნი­დან ეგ­ვიპ­ტე­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­ვი­და. კი­დევ ერთი სა­ეჭ­ვო რე­ი­სი პრი­გო­ჟი­ნის თვითმფრი­ნავ­მა ბერ­ლი­ნი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სა­ი­და­ნაც ლი­ბი­ა­ში, ბე­ი­რუთ­ში და­ეშ­ვა. იქი­დან ისევ ეგ­ვიპ­ტის­კენ გაფ­რინ­და, მაგ­რამ გზა­ში "გა­უ­ჩი­ნარ­და". გა­ირ­კვა, რომ ის ეგ­ვიპ­ტის ნაც­ვლად, ხარ­ტუმ­ში, სუ­და­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში დაფ­რინ­და, სა­ი­და­ნაც კე­ნი­ის­კენ გა­ე­შუ­რა. ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ვად კე­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ ამ­ბობს, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა მათ შო­რის პრი­გი­ჟო­ნიც. ამის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩად­ში გაფ­რინ­და" - წერს Новая газета, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, სუ­დან­ში პრი­გო­ჟინ­მა კომ­პა­ნია Вагнер -ის მებ­რძო­ლე­ბი ჩა­იყ­ვა­ნა.
გა­მო­ცე­მის კი­თხვა­ზე, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ო­მარ ზო­ნებ­ში პრი­გო­ჟი­ნის ფრე­ნე­ბი, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი შო­ი­გუ პა­სუ­ხობს, რომ ის მას­თან ერ­თად, ლი­ბი­ის მარ­შალ­თან ხა­კიფ ხაფ­თარ­თან ოფი­ცი­ა­ლურ სა­დილს და­ეს­წრო.
"სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, პრი­გო­ჟი­ნი აფ­რი­კის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია Вагнер-ის მე­ომ­რე­ბის ჩაყ­ვა­ნას კუ­რი­რებს, ისე­ვე, რო­გორც ამას წლე­ბია აკე­თებს სი­რი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში. თუმ­ცა, მისი სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა რუ­სე­თის ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან ასო­ცი­რე­ბულ კომ­პა­ნია Евро Полис -ს, რო­მელ­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­რო­რის­ტე­ბის­გან ნავ­თობ­სა­ბა­დო­ე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით 5 წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა. სა­ნაც­ვლოდ Евро Полис- მა მი­ი­ღო მო­გე­ბის წლის მე­ო­თხე­დი და სი­რი­ა­ში მყო­ფი Вагнер-ების დაც­ვაც" - წერს გა­მო­ცე­მა.
Bloomberg-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, რუ­სეთს აფ­რი­კის ათ სა­ხელ­მწი­ფო­ში, ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კის რეს­პუპ­ლი­კა­ში, სუ­დან­ში, ლი­ბი­ა­ში, მა­და­გას­კარ­ში, ან­გო­ლა­ში, გვი­ნე­ა­ში, მო­ზამ­ბიკ­ში, ზიმ­ბაბ­ვე­სა და კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს. ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლილ ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად და­ძა­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რუ­სეთს კი იქ ია­რა­ღი ჩა­აქვს და პლუს-Вагнер- ს მე­ომ­რე­ბი ჩაჰ­ყავს.
"სწო­რედ ამ სა­კი­თხებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აგ­ვა­რებს "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლი" პრი­გო­ჟი­ნი. ცნო­ბის­თვის, აფ­რი­კის ოქ­როს სა­ბა­დო­ებ­ზე, რო­მელ­ზეც მომ­პო­ვე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს, და­სავ­ლურ­მა მე­დი­ამ არა­ერ­თი სტა­ტია მო­ამ­ზა­და.
აფ­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Africa Intelligence-ს ცნო­ბით, ინ­და­სი­მას ოქ­როს სა­ბა­დო­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან რუ­სეთ­მა შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია. შე­თან­ხმე­ბის ერთ-ერთი პი­რო­ბა რე­გი­ონ­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. სა­ბა­დო­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი კომ­პა­ნია Lobaye Invest-ს უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნა, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სულ­მა კომ­პა­ნია "მ-ინ­ვეს­ტმა" ("М-Инвест") და­ა­ფუძნა. თა­ვის მხრივ, ეს უკა­ნას­კნე­ლი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" სპონ­სო­რის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.
ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა ამ­ტკი­ცებს, რომ კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" მებ­რძო­ლე­ბი Lobaye Invest-სთვის მუ­შა­ო­ბენ და ოქ­როს სა­ბა­დო­ებ­ზე ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის მო­პო­ვე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­და­ტა­ნა­სა და დაც­ვა­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი.
კი­დევ ერთი გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნია Lobaye Invest-ი ანა­ლო­გი­ურ ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებს სუ­დან­ში: კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ერთ-ერთ სა­ბა­დო­ზე ალ­მა­სე­ბის მო­პო­ვე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment