Friday, February 15, 2019

რუსეთში ISIS-ის ადგილობრივი ქსელის ლიდერი დააკავეს

ასტრახანის ოლქში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ქსელის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 
ირკვევა, რომ დაკავებული ქალი მოსკოვში, ასტრახანში, ტომსკსა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ფულს აგროვებდა, რისთვისაც ანგარიში Telegram-ის მესენჯერში ჰქონდა გახსნილი.
მესენჯერის საშუალებით ქალი ექსტრემისტულ ვიდეო და აუდიო რგოლებსაც ავრცელებდა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment