Friday, February 15, 2019

მე-15 საჯარო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში სამართალდამცველებმა და „ყაზტრანსგაზის“ თანაშრომლებმა მუშაობა დაასრულეს.
როგორც გარიკვა, ადგილზე ბუნებრივი აირის გაჟოვნა გამორიცხეს. თუმცა, დამატებითი მოკვლევა მაინც გრძელდება. საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
"დილას სუნი ვიგრძენით სველი წერტილებიდან და მაშინვე დავრეკეთ ყველა შესაბამის უწყებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშობლებისთვის დაგვერეკა. ბაღებში ქიმიურ ნივთიერებას არ ვიყენებთ, რომ ალერგია არ გამოიწვიოს. დაახლოებით აცეტონის სუნი იყო. არ ვიცით, რისი ბრალია. მოწამვლა ან ალერგია რომ არ გამოეწვია, გადავწყვიტეთ, დაგვეცალა ბაღი. გამოვიძახეთ „ყაზტრანსგაზი“. თავი დავიზღვიეთ, რადგან გაზი დამხმარე შენობაშია დამონტაჟებული, ხოლო უშუალოდ ბაღის შენობა თბება ცენტრალური გათბობით“, - განაცხადა მე-15 საბავშვო ბაღის დირექტორმა მარიამ კაპანაძემ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძეც. წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია ცოტა ხნის წინ გამოცხადდა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment