Tuesday, May 14, 2019

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრს 11 წლის გოგომ დრაკონებზე კვლევის ჩატარება სთხოვა

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა ჯესინდა არდერნმა 11 წლის ბავშვისგან „ქრთამი“ არ აიღო, რომელიც ხელისუფლებას სთხოვა, რომ დრაკონებთან დაკავშირებით კვლევა ჩაეტარებინათ. ამის შესახებ BBC წერს. 
11 წლის ვიქტორიას ტელეკინეტიზის უნარის განვითარება სურს, რათა დრაკონის მორჯულება ისწავლოს. მან წერილს ახალზელანდიური 5 დოლარი ($3.20) მოაყოლა, როგორც ჩანს „ქრთამის“ სახით. 
ოფიციალურ ბლანკში ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბავშვს უპასუხა, რომ ამჟამად ახალი ზელანადიის ადმინისტრაცია ზებუნებრივ საკითხებზე და დრაკონებზე არ მუშაობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment