Tuesday, May 14, 2019

ყვარელში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარს ქათმის წვნიანით ინტოქსიკაციას უკავშირებს

ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 11 თვის ჩვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე ბავ­შვმა ქათ­მის ხორ­ცით მომ­ზა­დე­ბუ­ლი წვნი­ა­ნი მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც ინ­ტოქ­სი­კა­ცია და­ე­წყო.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბი მომ­ხდარს ერთ-ერთი წარ­მო­ე­ბის ქათ­მის მი­ღე­ბას უკავ­ში­რე­ბენ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან ნა­თე­სავ­მა გა­უგ­ზავ­ნა. ბავ­შვი ყვარ­ლის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან 2 სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დათ მშობ­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ მომ­ზა­დე­ბამ­დე პრო­დუქ­ტის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა შე­ა­მოწ­მეს, თუმ­ცა წარ­წე­რის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­თა­მი ძვე­ლი იყო და მო­წამ­ვლაც სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
"საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბამ­დე ქათ­მის შე­ფუთ­ვა­ზე ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა შე­ვა­მოწ­მე და რო­გორც ყვე­ლა დე­დამ, მეც ისე მო­ვამ­ზა­დე წვნი­ა­ნი. ჯერ ბავ­შვმა ჭამა და შემ­დეგ ჩვენ. უცებ ბავ­შვი გა­ლურ­ჯდა და კრუნ­ჩხვა­ში ჩა­ვარ­და. სას­წრა­ფოს არ და­ვე­ლო­დეთ და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ნა­თე­სა­ვის მან­ქა­ნით გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, მიყ­ვა­ნი­დან 2 სა­ათ­ში გარ­დაც­ვლი­ლა ჩემი ბიჭი. მეც ცუ­დად ვი­ყა­ვი და არ მახ­სოვს არა­ფე­რი. რა­ტომ ყი­დი­ან ასეთ სა­წამ­ლავს, ჩემ­მა მე­ო­რე ბავ­შვმა არ ჭამა, მად­ლო­ბა ღმერ­თს. ჩემი ქმა­რიც ცუ­დად გახ­და. აი­ღეს ყვე­ლა­ნა­ი­რი სინ­ჯი და ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს, არ მინ­და სხვე­ბიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ ელზა გამ­ყრე­ლი­ძემ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment