საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 2 დამატებით ავიარეისებს ნიშნავს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შაბათს, 25 მაისს ნატახტარი-მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე განხორციელდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტარის მიმართულებით - 12:00 საათზე.
კვირას, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამატებითი რეისი მესტიის მიმართულებით შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-მესტია 17:30 საათზე, მესტია-ნატახტარი - 19:00 საათზე.
26 მაისს, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით, ასევე გეგმიური რეისიც განხორციელდება: 10:00 საათზე - ნატახტარი-მესტია, 12:00 საათზე - მესტია-ნატახტარი.
25-26 მაისს სვანეთის მოსახლეობისა და მთის სტუმრებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება. სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში იგეგმება
imedinews.ge
No comments:
Post a Comment