Wednesday, May 15, 2019

გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გოძიაშვილის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კალაძის განცხადებით, პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2,5 მილიონ ლარამდე (2 497 152 ლ) შეადგინა.
პარკის ტერიტორიაზე მოეწყო 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ,,დეკის’’ ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე. ასევე დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად.
პარკის გარშემო მოეწყო დაახლოებით 700-მეტრიანი ველობილიკი, სრულად შეიცვალა საპარკე ავეჯი და დამატებით განთავსდა სეპარირების ურნები, ასევე, მოეწყო ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე.
რეაბილიტაციის ფარგლებში პარკში მოეწყო სარწყავი სისტემა და განათება, დაითესა ბალახის საფარი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ბუჩქები და ხეები, მათ შორის: ფოტინია, სურნელოვანი ოსმანთუსი, მარადმწვანე ძახველი, ლელანდიის კვიპაროსი, არღავანი, იაპონური სოფორა, ნეკერჩხალი.
გოძიაშვილის პარკი დღეს ოფიციალურად სტეფანეს კონცერტით გაიხსნება. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment