Thursday, May 16, 2019

ზუგდიდში ისევ ხმაურია: ოპოზიცია ოლქის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს

ზუგდიდის საოლქო კომისიაში სხდომაზე, სადაც სიების დამტკიცების საკითხს განიხილავენ, ისევ ხმაურია.
ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომაზე დამატებით საკითხად იმ ვიდეო მასალის განხილვას ითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, იმ ფაქტებს ასახავს, თუ რა ვითარებაში გაიცა საოლქოდან ბეჭდები.
ოპოზიციის მტკიცებით, ბეჭდები არ არის დალუქულ მდგომარეობაში, არამედ ინახება კომისიის თავმჯდომარეების სახლებში. ოპოზიცია ასევე ითხოვს, კომისიის წევრებმა განიხილონ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომოს საკითხი.
„ლაივპრესის“ ინფორმაციით, სხდომის დაწყებას წინ დაპირისპირება უძღოდა, ერთის მხრივ ოპოზიციას და კომისიის წევრებს, მეორეს მხრივ კი ოპოზიციას და მოქლაქეს შორის. უცნობი პირი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.
ზუგდიდში დაძაბულობა გუშინაც იყო, როდესაც ნაციონალების ლიდერებმა ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შეჭრა სცადეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment